ტარიხევტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:01, 11 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტარიხევტი – მებალზამეს, რომელიც მუმიას ამზადებდა, ერქვა „უტი“ სიტყვა VI დინასტიიდან გვხვდება და „შემხვევს“ ნიშნავს. მას ანუბის-უტსაც ეძახდნენ. ეს მებალზამეები ქურუმების ფენიდან იყვნენ. ახალი სამეფოს დროიდან უტები ტურის ნიღაბს ატარებდნენ. გვიანდელ პერიოდში ეს სამსახური ნაკლებ პატივსაცემი ხდება და ბერძნებმა მათ ტარიხევტები დაარქვეს. ისინი აღარ იყვნენ ქურუმები, მაგრამ პარაშისტებისაგან განსხვავებით „სუფთებად“ ითვლებოდნენ და ტაძარში შესვლა შეეძლოთ.