უხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:52, 13 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
უხი – (ეგვ. Wh), ფეტიში, მისი სამშობლო იყო კუსა. ეთაყვანებოდნენ ორი ბუმბულით მორთული პაპირუსის ღეროს სახით. ხატხორის კულტში სისტრუმის მსგავსი სიმბოლო იყო. კუსაში უხი ინკორპორირებული იყო ხარში, რომელიც ხატხორის ძროხის მეწყვილედ ითვლებოდა. ედფუში ლომის სახის, დანებით შეიარაღებულ დემონად გამოისახებოდა.