აპოპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:32, 17 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სეტი ამარცხებს აპოპს

აპოპი – (ეგვ. „რას მტერი“, „დიდი გველი“), ყველაზე უარყოფითი დემონი ეგვიპტურ მითოლოგიაში და იმ დემონთაგან ერთ-ერთი, რომლებიც ებრძოდა რას ღამის 12 საათის განმავლობაში მისი მიწისქვეშეთში მოგზაურობისას.

აპოპი პირამიდების ტექსტებში მოხსენიებული არ არის. პირველად სარკოფაგების ტექსტებში ჩნდება (დაახლ. პირველი გარდამავალი პერიოდოდან). იყო ქაოსის პირველადი ძალების და მუდმივი ბოროტების სიმბოლო. ეგვიპტის თითქმის ყველა სოლარული ჰიმნი შეიცავს შელოცვებს აპოპის წინააღმდეგ, მაგრამ თუმცა რა ამარცხებს აპოპის ყოველ ღამეს, თავს აღწევს წყვდიადს და ამობრწყინდება აღმოსავლეთის ჰორიზონტზე, მისი საბოლოო დამარცხება შეუძლებელია. შემდეგ საღამოს აპოპი ისევ ხვდება რას ბახუზე დასავლეთის ყველაზე შორეულ მთაზე, სადაც ეგვიპტელთა წარმოდგენით რა მიწისქვეშეთში ეშვებოდა და სადაც აპოპი ცხოვრობდა, და თავიდან იწყებს მზის ღმერთთან ბრძოლას. ეგვიპტელები აპოპის, სახელის გარდა, მაგიური, დასაწყევლი სახელებითაც მოიხსენიებდნენ – „გასაქრობი“, „დამსხვრეული ძალით“ და სხვ.




წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები