ისდესი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
02:31, 18 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ისდესი – ეგვიპტური ღვთაება, რომელიც შუა სამეფოს დროიდან „დასავლეთის ბატონი“ და გარდაცვლილთა მსაჯული იყო. ახლოს იყო თოტთან და მოგვიანებით მას შეერწყა. ბერძნულ-რომაულ პერიოდში ამ სახელით მოიხსენიებდნენ თოტსაც და ანუბისსაც. „მკვდართა წიგნის“ 109-ე თავში ოსირისი, ანუბისი და ისდესი მოხსენიებული არიან, როგორც „ახალი მთვარის დღესასწაულის სულები“.