მატიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:29, 18 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მატიტი – ძვრლ ეგვიპტეში ლომის იკონოგრაფიის მქონე უძველესი ქალღმერთი. მისი დაბადების შესახებ მოთხრობილია პალერმოს ქვაზე. ეთაყვანებოდნენ ჰიერაკონპოლისში და ტინისში. იყო იმავე ქალაქის შევარდნისთავიანი ღმერთის, ანტის თანამებრძოლი. გვიანდელ თეოლოგიაში ასოცირდებოდა ისიდასთან.