ანტი (ღვთაება)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანტი – შევარდნის სახის ღვთაება, რომელსაც ჰიერაკონპოლისში, ზემო ეგვიპტის მეთორმეტე ნომის დედაქალაქში ეთაყვანებოდნენ და რომელიც ძალიან ადრე შეერწყა ხორს. განსაკუთრებით ხშირად მოიხსენიებოდა, როგორც სეტხზე გამარჯვებული და ამ სახით ეძახდნენ „შევარდენს ანტილოპას ზურგზე“ (ანტილოპა სეტხის ერთ-ერთი ცხოველი იყო). ჰიერაკონპოლისთან გადიოდა საქარავნო გზები და ამდენად ანტი „უდაბნოს ბატონიც“ იყო. ამ ფუნქციის წყალობით იგი შეერწყა სეტხსაც. სწორედ სეტხის სახით არის წარმოდგენილი კლდეზე სინაის მაღაროებთან.