თემატური კარტოგრაფირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:49, 20 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თემატური კარტოგრაფირება – (thematic mapping), პროცესების, მეთოდების და ტექნოლოგიების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება თემატური რუკებისა და ატლასების შესადგენად. კარტოგრაფირების ფორმებია: ანალიზური, შეუღლებული, სინთეზური, კომპლექსური, სისტემური, გეოინფორმაციული. მათგან ანალიზური, სინთეზური, კომპლექსური და გეოინფორმაციული კარტოგრაფირების შედეგად იქმნება შესაბამისი რუკები. შეუღლებული და სისტემური კარტოგრაფირების ფორმები აზრისეულად მონაწილეობენ რუკების შედგენაში. კარტოგრაფირების ფორმებს შორის კავშირი იერარქიულია. განასხვავებენ: ბუნების მოვლენათა, საზოგადოებრივ მოვლენათა, ბუნებისა და საზოგადოებრივ მოვლენათა კარტოგრაფირებას