კარტოგრაფიული ტოპონიმიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:56, 21 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კარტოგრაფიული ტოპონიმიკა – (cartographic toponymy), კარტოგრაფიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის გეოგრაფიულ სახელწოდებებს, ტოპონიმებს, მათ აზრობრივ მნიშვნელობას. ტოპონიმების სახეებია: ჰიდრონიმები (წყლის ობიექტები), ორონიმები (რელიეფის ფორმები), ოიკონიმები (დასახლებული პუნქტები), ეთნონიმები (ხალხები, ერები), ქორონიმები (ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები). ადგენს რუკაზე გადმოცემის წესებს, ქმნის გეოგრაფიული სახელწოდებების სტანდარტებს.