ტოპოგრაფია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:25, 22 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტოპოგრაფია – (topography), მეცნიერების და პრაქტიკის დარგი გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მიჯნაზე. კარტოგრაფიას უზრუნველყოფს გეოდეზიურ საფუძველზე შედგენილი მაღალი სიზუსტის მსხვილმასშტაბიანი რუკებით. მცირე ტერიტორიების საველე ტოპოგრაფიული და აეროგადაღებით იქმნება ტოპოგრაფიული რუკები და გეგმები. არის: ტოპოგრაფიული აგეგმვა (მენზულური და ფოტოთეოდოლიტური), სტერეოგრაფიული გადაღება (სურათების სტერეოსკოპული დეშიფრირებით) და კომბინირებული ტოპოგრაფიული აგეგმვა (სურათების დეშიფრირებისა და ტოპოგრაფიული აგეგმვის შეთავსებით).