ფიზიკური რუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:45, 25 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფიზიკური რუკა – (physical map), ზოგადგეოგრაფიული რუკა, რომელიც საშუალო ან წვრილ მასშტაბში დეტალურად გამოსახავს რელიეფის ფორმებს, ხმელეთის წყლებს, ნაკრძალებს და დაცულ ტერიტორიებს, მთავარ დასახლებულ პუნქტებს და გზებს. ტრადიციული კარტოგრაფია რელიეფის ფორმებს გამოსახავდა სიმაღლეების თანდათანობითი გამუქებით და ფერდობებზე ჩრდილების დადებით. ამჟამად რელიეფის ფორმების მოცულობითი გამოსახულება იქმნება კომპიუტერული კარტოგრაფიული პროგრამებით.



წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები