თემატური რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:10, 25 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თემატური რუკა – (thematic map), ხილვადი და არახილვადი ობიექტების სივრცითი ურთიერთკავშირების გამოსახულება რუკის ენით. შინაარსის დეტალურობას განსაზღვრავს დანიშნულება – სამეცნიერო, საცნობარო, სასწავლო.
თემატური რუკებია: გეოლოგიური, გეოფიზიკური, გეომორფოლოგიური, კლიმატური, ჰიდროლოგიური, ნიადაგების, ბოტანიკური, ზოოლოგიური, ლანდშაფტების, მოსახლეობის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ეკონომიკის, ტურიზმის, გარემოს დაცვის, ისტორიული, ასტრონომიული და სხვ.