იდეალური კონკრეტული სივრცე და იდეალური რუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:12, 25 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იდეალური კონკრეტული სივრცე და იდეალური რუკა – (ideal concretic space and ideal map), ა. ასლანიკაშვილის მიერ მეტაკარტოგრაფიაში გამოყენებული ცნებები. ობიექტური რეალობის საგნები და მოვლენები მუდმივად იმყოფებიან სხვადასხვა სივრცით ურთიერთობაში. კონკრეტული საგნების და მოვლენების სივრცითი ურთიერთობები დროის განსაზღვრულ მომენტში ან მონაკვეთში ქმნიან კონკრეტულ სივრცეს. მისი ყველაზე ზოგადი თვისებები ვლინდება იდეალურ კონკრეტულ სივრცეში, რომელსაც ა. ასლანიკაშვილი განსაზღვრავს, როგორც სივრცით ურთიერთობებს ათვლის სივრცით სისტემასა და რეალობის ობიექტებს შორის და სიმბოლურად გამოსახავს ასე:

Rst { Ssis, O1, O2, O3…On}

სადაც Rst − სივრცითი ურთიერთობებია დროის გარკვეულ მომენტში ან მონაკვეთში;

Ssis ათვლის სივრცითი სისტემაა (გეოგრაფიული ბადე);

O1, O2, O3,…On … – ობიექტური სინამდვილის საგნები დამოვლენებია.

რამდენადაც კარტოგრაფიის საგნის ანასახი რუკაა, იდეალური რუკა სიმბოლურად გამოისახება ასე:

R'st { S'sis, Sp, Sl , Sa}

სადაც R'st – სივრცითი ურთიერთობების ანასახია დროის გარკვეულ მომენტში ან მონაკვეთში;

S'sis – ათვლის სივრცითი სისტემის ადეკვატური გამოსახულებაა (კარტოგრაფიული ბადე);

Sp – წერტილში ლოკალიზებული ნიშნებია;

Sl – ხაზში ლოკალიზებული ნიშნებია;

Sa – ფართობში ლოკალიზებული ნიშნებია.

იდეალური რუკის ამ სიმბოლურ გამოსახულებაში ადგილს პოულობს დედამიწის ლანდშაფტური გარსის ყველა გეოსფეროს (ლითოსფერო, ჰიდროსფერო, ატმოსფერო, ბიოსფერო, ნოოსფერო) თემატური რუკები, რომლებიც სპეციალური მეცნიერებებისა და კარტოგრაფიის ინტეგრაციით იქმნება. ამ რუკების შედარებისა და ანალიზის საფუძველს იძლევა დედამიწის ერთიანი ათვლის სივრცითი სისტემა Ssis, მისი ანასახი S'sis და ერთიანი კარტოგრაფიული ნიშნობრივი სისტემა Sp, Sl, Sa


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები