რეტროსპექტული კარტოგრაფირება
რეტროსპექტული კარტოგრაფირება – (retrospective mapping), კარტოგრაფიული მეთოდის გამოყენებით წარსულის მდგომარეობის აღდგენა ლიტერატურული და კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე.
XVI საუკუნის თურქული ხელნაწერი წიგნი „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ შექმნა თურქულმა ადმინისტრაციამ, როდესაც ქართული მიწა-წყლის გარკვეული ნაწილის მფლობელი გახდა. წიგნი არ შეიცავს რუკებს და გეოგრაფიულ აღწერილობას, მაგრამ დემოგრაფიული და ეკონომიკური მონაცემებით ცნობილი გახდა გურჯისტანის ვილაიეთის ფართობი, მისი შიდა ტერიტორიული მოწყობა (ლივების და ნაჰიების საზღვრები), მდინარეთა აუზების ფართობები, კომლთა სიმჭიდროვე დასახლებულ პუნქტებში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ა.ასლანიკაშვილმა შეადგინა გურჯისტანის ვილაიეთის რუკა 1:300 000 მასშტაბში, რომელიც დაიბეჭდა 1953 წელს.