ორთოფოტორუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:55, 25 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ორთოფოტორუკა, ორთოფოტო – (orthophotomap, orthophoto), ფოტორუკა ორთოგონალურ პროექციაში, რომელიც გამორიცხავს რელიეფითა და სურათის გადაღებით გამოწვეულ დამახინჯებებს. ერთმანეთთან შეთავსებულია ადგილის ფოტოგამოსახულება და ტოპოგრაფიული რუკის ელემენტები (საკოორდინატო ბადე, ხმელეთის წყლები, დასახლებული პუნქტები, წარწერები) ან ფოტოგამოსახულება და თემატური შინაარსის ელემენტები.