კარტოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:02, 28 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარტოლოგია – (cartology), კარტოგრაფიის თეორიული კონცეფცია, შეისწავლის რუკის მეშვეობით კარტოგრაფიული ინფორმაციის გადაცემის პროცესს და განსაზღვრავს კარტოგრაფიის ადგილს სხვა მეცნიერებებს შორის. წარმოადგინა პოლონელმა კარტოგრაფმა ლეხ რატაისკიმ (1921-1977), რომელიც საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და კარტოგრაფიული კომუნიკაციის კომისიის ხელმძღვანელი იყო. ლ. რატაისკიმ შექმნა კარტოლოგიის გრაფიკული მოდელი, სადაც იგი რუკას განიხილავს ინფორმაციის გადამცემ და გარდამქმნელ არხად. ამ მოდელის ნაკლად ჩაითვალა ინფორმაციის შემცირება ინფორმაციულ არხებში, რადგან არ შეესაბამება მოდელირების თეორიას. ამ თეორიის მიხედვით რუკას, როგორც მოდელს შეუძლია მკითხველს მიაწოდოს იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე რუკის შესადგენად იყო გამოყენებული.

კარტოლოგიის მოდელი ლ. რატაისკის მიხედვით (1971)



R – რეალობა, ანუ სინამდვილე, რომელიც წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს
K – კარტოგრაფი, რომელიც იღებს ინფორმაციას რეალობის შესახებ
M – მოდელი ანუ რუკა, იმ რეალობის ანახაზი, რომელიც შექმნა კარტოგრაფმა მიღებული ინფორმაციით
O – რუკის მკითხველი, რომელიც რუკას ანუ სინამდვილის მოდელს მიმართავს იმისათვის, რომ მიიღოს ინფორმაცია რეალობაზე
R′ – რეალობა მკითხვეკუს წარმოადგენაში, შექმნილი რუკიდან მიღებული ინფორმაციით
S – ინფორმაციული არხები







იხილე აგრეთვე

კარტოგრაფიული მოდელირება

წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები