კარტოგრაფიული მოდელირება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარტოგრაფიული მოდელირების სქემა კ. სალიშჩევის მიხედვით

კარტოგრაფიული მოდელირება – (cartographic model(l)ing), რეალობის ობიექტებისა და მოვლენების შემეცნების საშუალება კარტოგრაფიული მოდელის (რუკის) შექმნის გზით. კარტოგრაფირება და გეოინფორმაციული ანალიზი განიხილება როგორც კარტოგრაფიული და გეოინფორმაციული მოდელირება, ხოლო რუკა – როგორც სინამდვილის მოდელი. რუკის შედგენის შემდეგ ჩნდება ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ იყო ცნობილი რუკის შედგენამდე. იგი გამოვლინდება სხვა მონაცემებთან კავშირში, რაც კარტოგრაფიული მოდელისათვის დამახასიათებელ უმთავრეს თვისებას წარმოადგენს.




წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები