პასკალი ბლეზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:17, 20 დეკემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პასკალი ბლეზ (1623 – 1662), ფრანგი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ფილოსოფოსი და მწერალი. პირველი ტრაქტატი „კონუსური კვეთების თეორიის გამოცდილება“ დაწერა 16 წლის ახალგაზრდამ. იგი შეიცავს გეგმილური გეომეტრიის ერთ-ერთ ძირითად თეორემას – პასკალის დიდ თეორემას. ავტორია შრომებისა არითმეტიკაში, ალგებრაში, რიცხვთა თეორიაში, ალბათობათა თეორიაში. განავითარა უსასრულოდ მცირეთა ანალიზი.