იხვისებრნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:45, 5 თებერვალი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იხვისებრნი (ლათ. Anatidae) − ფრინველთა ოჯახი ბატისნაირთა რიგისა. იხვისებრთა ოჯახისათვის დამახასიათებელი ნიშნები ძირითადად ემთხვევა რიგის ნიშნებს. ოჯახში გაერთიანებულია დიდი და საშუალო ზომის მცურავი ფრინველები, რომელთაც მსგავსი აქვთ სხეულის მოყვანილობა, ნისკარტისა და ფეხების აგებულება, რიგი სხვა შინაგანი თუ გარეგანი ნიშნები და წყალთან დაკავშირებული ცხოვრების ნირი. მაგრამ აქვთ ერთმანეთისაგან განმასხვავებელი არსებითი თავისებურებანიც, რის გამო ოჯახის სისტემატიკა ლიტერატურაში ნაირგვარადაა განხილული. საქართველოში გვხვდება ამ ოჯახის 10 გვარი, რომელთაგან ზოგიერთს ქვეოჯახის მნიშვნელობას ანიჭებენ. აქ, სიმარტივისათვის, რიგი ავტორების მსგავსად, ისინი მხოლოდ გვარებადაა მიჩნეული.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები