მერკატორი გერჰარდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:07, 19 თებერვალი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გერჰარდ მერკატორი – (ლათ. Gerhardus Mercator, ნიდერლანდ. Gheert Cremer; გერტ კრემერი; 1512-1594 წ.წ.), ნიდერლანდელი, ცნობილი მათემატიკოსი და გეოგრაფ-კარტოგრაფი.

მან გამოიგონა გეოგრაფიული რუკების განსაკუთრებული პროექციით ხაზვის ხერხი, რომელსაც ამჟამადაც მერკატორულს უწოდებენ. მერკატორი თავის რუკებზე მერიდიანს გამოხატავდა ეკვატორის და პარალელური წრეების პერპენდიკულარულად, „რომ შეენარჩუნებინა სიგანედების ნამდვილი თანაფარდობა, მერკატორი თავის რუკებზე ტოვებდა სიგრძედის გრადუსებს ერთნაირს, ადიდებდა მანძილს სიგანედების გრადუსებს შორის გარკვეული პროპორციით. ასეთი ხერხით რუკების ხაზვის შედეგად თუმცა ქვეყნების კონტურები ეკვატორიდან თანდათან დაშორებული პოლუსისაკენ გრძელდებიან და პოლუსთან მიახლოებული სრულიად აღარ შეეფერებიან სინამდვილეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ პროექციას მეზღვაურებისათვის მეტად მნიშვნელოვანი თვისება აქვს: მას ახასიათებს კუთხის მუდმივობა, რომელსაც ქმნის მოძრავი ხომალდის მიმართულება ყველა მერიდიანისადმი, ამას კი არც ერთი სხვა პროექცია არ იძლევა. ამის გამო, მეზღვაურები ამჟამადაც ხმარობენ მერკატორის პროექციით შედგენილ რუკებს“.

მერკატორის მთავარი შრომაა – რუკების კრებული და ამ რუკების აღწერა; ეს შრომა გამოცემულია 1595 სახელწოდებით „ატლასი“, რადგან მის ყდაზე გამოხატული იყო მითური ბუმბერაზი (გიგანტი) ატლანტი, რომელსაც დედამიწა უჭირავს თავის მხრებზე.

მერკატორმა პირველმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთის მაგნიტური პოლუსი არ ემთხვევა გეოგრაფიულ პოლუსს.


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები