გეოგრაფიული პოლუსები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გეოგრაფიული პოლუსები

გეოგრაფიული პოლუსები – (geographical pole), წერტილები, სადაც დედამიწის წარმოსახვითი ბრუნვის ღერძი კვეთს დედამიწის ზედაპირს. გეოგრაფიულ პოლუსებში თავს იყრის დედამიწის ყველა მერიდიანი, ამიტომ მათ არ აქვთ გრძედი. ჩრდილოეთი პოლუსის განედია +90°, სამხრეთი პოლუსის კი – 90°.

გეოგრაფიულ პოლუსებზე არ არის ჰორიზონტის მხარეები, არ არის დღისა და ღამის მონაცვლეობა, რადგან პოლუსები არ მონაწილეობენ დედამიწის დღეღამურ ბრუნვაში. ჩრდილოეთი გეოგრაფიული პოლუსი მდებარეობს ჩრდილოეთის ყინულოვან (არქტიკულ) ოკეანეში. მას პირველებმა მიაღწიეს ამერიკელმა მკვლევარებმა ფ. კუკმა – 1908 და რ. პირიმ 1909 წლებში. სამხრეთ გეოგრაფიულ პოლუსს ანტარქტიდაზე პირველმა მიაღწია ნორვეგიელმა მკვლევარმა რ. ამუნდსენმა 1911 წლის 14 დეკემბერს. გეოგრაფიული პოლუსების მახლობლად მდებარეობენ მაგნიტური პოლუსები.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები