სამხრეთი პოლუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამხრეთი პოლუსი

სამხრეთი პოლუსი – (South pole), წერტილი სამხრეთ ნახევარსფეროში, სადაც დედამიწის ბრუნვის წარმოსახვითი ღერძი კვეთს დედამიწის ზედაპირს. მდებარეობს ანტარქტიდის კონტინენტზე 2800 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. მისი კოორდინატებია: სამხრეთ განედის 90° და გრძედის 0°, რადგან ეს წერტილი ეკუთვნის ყველა მერიდიანს. დედამიწის ზედაპირის ყველა წერტილი სამხრეთ პოლუსის მიმართ ჩრდილოეთითაა. ჰაერის საშუალო ტემპერატურა – 48,9°C.

პირველად სამხრეთ პოლუსს 1911 წელს მიაღწია ნორვეგიელმა რ. ამუნდსენმა, ხოლო 1912 წელს ინგლისელმა რ. სკოტმა. 1956 წელს სამხრეთ პოლუსზე გაიხსნა ამუნდსენ – სკოტის სადგური (სგ 90° 00' 00" , დგ 139° 16' 00" ). მეცნიერული კვლევები მიმდინარეობს შემდეგ დარგებში: გლაციოლოგია, გეოფიზიკა, მეტეოროლოგია, ატმოსფეროს ფიზიკა, ასტრონომია, ასტროფიზიკა, ბიომედიცინა.



წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები