პოპური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:03, 6 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პოპური – (ფრანგ. Pot-Pourri – შერეული კერძი, რაგინდარა), საკრავიერი პიესა, რომელიც შედგენილია რომელიმე ოპერის, ოპერეტის, ბალეტის, სიმღერის, ცეკვის, მარშის თუ კინოფილმის პოპულარული მოტივებისაგან. პოპურში მელოდია, ჩვეულებრივ, არ ვითარდება, არამედ მისდევს ერთიმეორეს. თემატური გადართვისა და მოდულაციისათვის მელოდიებს შორის ჩართულია მოკლე მაკავშირებლები. პოპური ფართოდ გავრცელდა XIX ს-იდან განსაკუთრებით საესტრადო და სასულე ორკესტრების რეპერტუარში.