ტოკატა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:41, 12 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტოკატა – (იტალl. toccata < toccare – შეხება), კლავიშიანი საკრავისათვის (ფორტეპიანო, ორგანი) განკუთვნილი ვირტუოზული მუსიკალური პიესა. ახასიათებს ჩქარი ტემპი, მკაფიო რიტმი, ეფექტური პასაჟები და რთული ტექნიკა. ცნობილია ი. ს. ბახის, რ. შუმანის, ს. პროკოფიევის, დ. შოსტაკოვიჩის, რ. ლაღიძის და სხვ. ტოკატბი. ტოკატის სტილითაა დაწერილი ა. მაჭავარიანის საფორტეპიანო პიესა „ხორუმი“.