ტუბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:46, 12 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტუბა – (იტალ. და ლათ. tuba ბუკი, საყვირი), ყველაზე დაბალი ხმოვანების სასულე საორკესტრო მუსიკალური საკრავი. შედგება მოღუნული ცილინდრული და კონუსური მილებისაგან, მილძაბრისაგან, მუნდშტუკისა და სავენტილო მექანიზმისაგან. შეიქმნა 1835 გერმანიაში; სიმფონიურ ორკესტრში შეიტანა რ. ვაგნერმა (ოპერაში „მფრინავი ჰოლანდიელი“). ტუბის ნაირსახეობაა ბანი-ჰელიკონი.