ღლონტი ფელიქს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფელიქს ღლონტი − (8 ნოემბერი 1927, ბათუმი – 25 აგვისტო, 2012, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1988), საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ს. პროკოფიევის სახელობის საერთაშორისო კონკურსის (1999, სანქტ-პეტერბურგი) ლაურეატი (I პრემია).

1949-54 სწავლობდა ლენინგრადის სახელმწიფო კონერვატორიაში (პროფ. ქ. კუშნარიოვის კლ.). 1954 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია 1978-იდან კონს-ის პედაგოგია (1991-იდან პროფ.). ფელიქს ღლონტი თვალსაჩინო თანამედროვე ქართველი კომპოზიტორია, რომლის საუკეთესო ნაწარმოებები გამოირჩევა კონცეფციურობითა და მასშტაბურობით. მისი შემოქმედების ძირითადი სფეროებია სიმფონიური და საოპერო მუსიკა. ნაწარმოებები: ოპერები – „იბერიელები“ (1970, საბოლოო რედაქცია 1998), „კლეოპატრა“ (1976), ბალეტი „განთიადი“ (1967, დაიდგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში), ორატორია „გალაკტიონი“ (1986), 11 სიმფონია (1961-88), რომელთა შორის საუკეთესოა IV – „რომანტიკული“ და VI–„Vita Nova“ თანამედროვე ქართული სიმფონიური შემოქმედების ერთ-ერთი ჩინებული ნიმუში, სიმფონიური პოემა ბედი „ქართლისა“ (1957), სიმფონიური კონცერტი ფორტეპიანოსა და ჯაზ-ბენდისათვის (1981), 2 კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის (1977, 1987), კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის (1998, საერთაშორისო პრემია. სანქტ-პეტერბურგი 1999), 2 სიმებიანი კვარტეტი, (1954, 1985), მუსიკა დრამატული სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები