აპოთეოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:43, 8 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აპოთეოზი – (ბერძნ. apotheosis – გაღმერთება), უძველეს დროში აპოთეოზი ნიშნავდა წინაპრების ან გმირების გაღმერთებას. საშუალო საუკუნეებში წარმოდგენა – მისტერიებში იგი გამოხატავდა რელიგიური იდეების გამარჯვებასთან დაკავშირებულ ზეიმს.
აპოთეოზი დრამატული ნაწარმოების, სპექტაკლის ან რაიმე სადღესასწაულო პროგრამის დამამთავრებელი საზეიმო მასობრივი სცენაა რომელიც ადიდებს გმირებს, ხალხს, ან რაიმე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ მოვლენას, აგრეთვე მაღალ მორალურ ან პატრიოტულ იდეას.
აპოთეოზით მთავრდება ი. გედევანიშვილის პიესა „სინათლე“, შ. დადიანის „მღვიმეში“ და „როს ნადიმობდნენ“, შ. მშველიძის ოპერა „ამბავი ტარიელისა“...