ლორთქიფანიძე გიგა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიგა ლორთქიფანიძე

გიგა (გრიგოლ) ლორთქიფანიძე − (19 ოქტომბერი 1927, თბილისი − 13 ივნისი 2013, თბილისი], ქართველი რეჟისორი, საქართველოს სსრ დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ და სსრ კავშირის სახალხო არტისტი, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა საზოგადოების თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი (1992-1995), საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი, კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრი, საქართველოს კულტურის სამინისტროს კოლეგიის წევრი, „შრომის წითელი დროშის“ და „საპატიო ნიშნის“ სამი ორდენის კავალერი, მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი (1977), სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1995), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985).



დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი (1950). სხვადასხვა დროს იყო თბილისის მარჯანიშვილის, გრიბოედოვის, მუსკომედიის, ქუთაისის, რუსთავის, ბათუმის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი. დადგმული აქვს ასზე მეტი სპექტაკლი, 7 ფილმი (მათ შორის, მრავალსერიანი „დათა თუთახშია“). განხორციელებული აქვს მთელი რიგი დადგმები საოპერო და მუსიკალურ თეატრებში. მათ შორის ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“ (თბილისი, 1990, საქართველოს სახელმწიფო პრემია) ჯ. ვერდისაიდა“ (ბათუმი, 1998), ბ. კვერნაძის „კოლხთა ასული“ (თბილისი, 1997), მუსიკალური კომედიები: ბოკის „მევიოლინე სახურავზე“, შ. მილორავას „კახაბერის ხმალი“, ვ. აზარაშვილის „მეჩექმე გაბო“ და სხვ., გ. ლორთქიფანიძე იყო საქართველოს სახელმწიფო, რუსთაველის, მარჯანიშვილის სახელობის და სსრკ სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, საქართველოს თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი (1999-2005), საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე (1985-2013).


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი‏‎‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები