მცირე კავკასიონი
მცირე კავკასიონი – მთათა სისტემა სამხრეთ კავკასიაში. გადაჭიმულია შავი ზღვიდან მდინარე არაქსის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი, სომხეთსა და აზერბაიჯანში) ხეობამდე. უმაღლესი მწვერვალია მ. ყაფუჯიხი (ზანგეზურის ქედი, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, 3908 მ).
საქართეელოს ტერიტორიაზე მისი ჩრდილო-დასავლეთი ნაწილია წარმოდგენილი. სამხრეთ-დასავლეთით იგი გრძელდება თურქეთში პონტოს ქედის. ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით – სომხეთში – ლოქისა და ბამბაკის ქედების სახით. კავკასიონისაგან განასხვავდება იმით, რომ მას არა აქვს ერთიანი წყალგამყოფი. ოროგრაფიული თვალსაზრისით იგი რამდენიმე ნაწილს მოიცაეს: შავშეთის, არსიანის, მესხეთის, თრიალეთის ლოქის ქედებს, შუა ხრამის მთათა მასივს, ახალცისისა და აჭარის ქვაბულებს. მათ შორის ყველაზე მნიშენელოვანია მესხეთისა და თრიალეთის ქედები.
თრიალეთის ქედები განედურად გადაჭიმულია შავი ზღვის სანაპიროდან ქ. თბილისამდე. მტკერის ხეობა მას ორ ნაწილად ყოფს. დასავლეთი ნაწილი წარმოდგენილია მესხეთის (აჭარა-იმერეთის) ქედით, რომელიც გადაჭიმულია 140 კმ მანძილზე, ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება კოლხეთის ვაკე-დაბლობი და იმერეთის მაღლობი, სამხრეთიდან კი – ახალციხისა და აჭარის ქვაბულები. მესხეთის ქედის უმთავრესი ნაწილი განედურია. უმაღლესი მწვერვალია მეფისწყარო (2850 მ) სხვა მწვერვალებიდან აღსანიშნავია: სანისლია, პერანგა, საყორნია, ლომისმთა და სხვ. ქედის აღმოსავლეთი ნაწილია თრიალეთის ქედი, რომელიც უმეტესწილად განედურადაა გადაჭიმული 120 კმ მანძილზე. ქედის ჩრდილოეთი ფერდობი შედარებით ფართოა და მისთვის დამახასიათებელია მოსწორებული ზედაპირები. აქ თხემს რამდენიმე განშტოება გამოეყოფა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: გვირგვინას, საცხენისის, წერეთის ქედები. უკიდურეს აღმოსავლეთში მისი განშტოებებია ლომისმთას, თელეთისა და საწკეპელას ქედები. მათ შორის მოქცეულია თორის ქვაბული (მდ. გუჯარეთისწყლისა და ბორჯომულის ხეობებში), ძამის, ტანის, თეძამის, დიღმისწყლისა და ვერის ხეობები. ქედის უმაღლესი მწვერვალია შავიკლდე (ყარაყაია – 2853 მ). სხვა მწვერვალებიდან აღსანიშნავია: არჯევანი, ქვაჯვარა, [[ოშორა]], ორთათავი და სხვ.
აღმოსაელეთ პონტოს (ჭანეთის, ლაზეთის) ქედი საქართველოს ტერიტორიაზე მცირე ნაწილით შემოდის. მისი საშუალო სიმაღლე 800-1500 მ-ია, თუმცა თურქეთის საზღვართან 2000 მ-საც აღემატება.
საქართველოს საზღვრის (თურქეთთან) გასწვრივ, განედურად, დაახლოებით 70 კმ-ზე გადაჭიმულია შავშეთის ქედი, რომლის ჩრდილოეთი ფერდობი საქართველოს ფარგლებშია მოქცეული. ქედის უმაღლესი მწვერვალია ხევა (2810 მ).
არსიანის ქედი წარმოდგენილია მესხეთის ქედიდან მდ. ჭოროხის შუა წელამდე, კერძოდ მდ. ოლთისის შესართავამდე (თურქეთში). დასავლეთიდან მას ებჯინება შავშეთის ქედი და აჭარის ქვაბული, ხოლო აღმოსაელეთიდან – ერუშეთის ქედი და ახალციხის ქვაბული. იგი შავი და კასპიის ზღვების მდინარეთა წყალგამყოფიცაა. არსიანისა და შავშეთის ქედების შესაყარზე მდებარეობს მცირე კაეკასიონის უმაღლესი (საქართველოს ფარგლებში) მწვერეალი ყანლის მთა (2956 მ).
შუა ხრამის მთათა სისტემა წარმოდგენილია მდ. ხრამის შუა წელის აუზში. მისი უმაღლესი მწვერვალია იაილო (ზღვის დონიდან 1951მ) ბედენის მასივზე, რომელიც მდ. ხრამის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. მარცხენანაპირეთშია კვირიკეთის ქედი და ლუკუნის (შინდლარის) მასივი ხოლო მდ. შავწყაროსწყლის აუზში – გომარეთის პლატო.
საქართველო – სომხეთის სასაზღვრო ზოლში 65 კმ მანძილზე გადაჭიმულია ლოქის (სომხითის) ქედი. მისი უმაღლესი მწეერეალი (ლალვერი) სომხეთის ფარგლებშია. საქართველოს ტერიტორიაზე უმაღლესია მ. ლოქი (ზღვის დონიდან 2141 მ), ქედი წარმოდგენილია ჯავახეთის ქედსა და დებედის ხეობას შორის.
აჭარის ქვაბული მოქცეულია მესხეთის, არსიანისა და შავშეთის ქედებს შორის, ოროგრაფიულად იგი ძირითადად დახშულია, განხსნილია მხოლოდ დასავლეთით, შავი ზღვის მიმართულებით. ქვაბულის ფსკერის აბსოლუტური სიმაღლე საკმაოდ დიდ ფარგლებში იცვლება – ზღვის დონიდან 100-დან 1000 მ-მდე.
ასალციხის ქვაბული მდებარეობს ერუშეთის მთიანეთის, თრიალეთის, მესხეთისა და არსიანის ქედებს შორის. ქვაბულის ფსკერის აბსოლუტური სიმაღლე 900-1000 მ-ია, პერიფერიისაკენ კი მისი სიმაღლე თანდათან მატულობს. იგი წარმოადგენს ტერასებიან ვაკეს, რომელსაც საკმაოდ „ნაზი“ რელიეფი ასასიათებს. გამონაკლისია მხოლოდ ვულკანოგენური ქანებით აგებული უბნები, რომლებიც კლდოვანი მასივებით ხასიათდება.