ბრაჰე ტიხო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:12, 28 იანვარი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტიხო ბრაჰე

ტიხო ბრაჰე – (Tycho Brahe; დ. 14 დეკემბერი, 1546 – გ. 24 ოქტომბერი, 1601), XVI საუკუნის დანიელი ასტრონომი.

დაიბადა შონენში (დანია), სწავლობდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გაგზავნეს საზღვარგარეთ, რომ მომზადებულიყო სახელმწიფო სამსახურისათვის. საზღვარგარეთ ყოფნა მან გამოიყენა უმთავრესად ასტრონომიის შესასწავლად და საკუთარი გამოკვლევების წარმოებისათვის. პირველმავე შრომამ „ახალი ვარსკვლავის შესახებ“ ტინო ბრაჰეს სახელი გაუთქვა არა მარტო თავის სამშობლოში, არამედ საზღვარგარეთაც.

1576 წელს ტიხო ბრაჰე გადასახლდა კუნძულ გვინეაში, რომ იქ ეწარმოებინა ასტრონომიული დაკვირვებები. 20 წლის ნაყოფიერი მუშაობის შედეგად თავის მრავალ მოწაფესთან ერთად მან მიაღწია დაკვირვებათა ისეთ სიზუსტეს, რომელსაც მანამდე არსად ადგილი არ ჰქონია. ამ დაკვირვებებმა გზა გაუკაფეს ტისო ბრაჰეს დიდ თეორიულ მიღწევებს და სანიმუშონი გახდნენ შემდგომი დაკვირვებებისათვის.

ტიხო ბრაჰე იყო ერთ-ერთი იმ პიონერთაგანი, რომლებიც ცდილობდა ბუნების შესწავლას ცდისა და დაკვირვებათა საფუძველზე. ამ მხრივ იგი ითვლება გალილეისა და კეპლერის წინამორბედად, თუმცა მთლიანად არ იზიარებდა კოპერნიკის მოძღვრებას. მან სამყაროს აგებულების შესახებ შექმნა თავისი სისტემა, რომელშიც დედამიწა უძრავ სამყაროდ აღიარა. კოპერნიკის სისტემის უპირატესობა ტიხო ბრაჰემ შეინარჩუნა იმით, რომ მზე ჩათვალა დედამიწის გარშემო მოძრავად, ხოლო პლანეტები — მზის გარშემო. ამრიგად, მზის სისტემის ყოველი სხეულისათვის ფარდობითი მოძრაობა რჩება ისეთივე, როგორიცაა კოპერნიკის სისტემაში.

ტინო ბრაჰეს დიდი `ღვაწლი მიუძღვის ტრიგონომეტრიის განვითარებაში; მის ნაშრომში ვპოულობთ მოცემული სამი ელემენტის საშუალებით ბრტყელი და სფერული სამკუთხედების ამოხსნის წესებს.


წყარო

მათემატიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები