ახალი მემარჯვენეობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:26, 2 აპრილი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახალი მემარჯვენეობაკონსერვატული მსოფლმხედველობის ის ნაირსახეობაა, ერთის მხრივ ეკონომიკაში სახელმწიფო ჩარევის ტენდენციას, მეორეს მხრივ კი — ლიბერალური და პროგრესული სოციალური ღირებულებების გავრცელებას რომ უპირისპირდება.

XX საუკუნის 70-იანი წწ. მოყოლებული, ახალი მემარჯვენეობის იდეები ერთგვარი ხიდია ქენზიანური სოციალური დემოკრატიის მარცხსა და საზოგადოებაში ხელისუფლების როლის დაკნინებაზე წუხილს შორის. ეს იდეები ნათლად წარმოჩინდა 80-იანი წწ. გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებში, და შესაბამისად, ტეთჩერიზმისა და რეიგანიზმის სახე მიიღო. მათი გავლენა თითქმის საყოველთაოდ გავრცელდა და ეკონომიკის ორგანიზების უფრო ახალ — არა სახელმწიფოზე, არამედ ბაზარზე ორიენტირებულ ფორმებს დაუდო სათავე. საქმე ისაა, რომ ახალი მემარჯვენეობა იმდენად მყარ და თანმიმდევრულ ფილოსოფიას არ წარმოადგენს, რამდენადაც ორი განსხვავებული ტრადიციის — ნეოლიბერალიზმისა და ნეოკონსერვატიზმის შეჯვარების ცდაა. მართალია, ამ ორ მიმდინარეობას შორის გარკვეული პოლიტიკური და იდეოლოგიური დაპირისპირება შეინიშნება, მათი კომბინაცია მაინც შესაძლებელია — თუკი, ენდრიუ გემბლის თქმით, „თავისუფალ ეკონომიკასა და ძლიერ სახელმწიფოს ვსახავთ იდეალად“.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები