გარდამავალი გლობალური ამნეზია
გარდამავალი გლობალური ამნესია - მნიშვნელოვანია გარდამავალი გლობალური ამნეზიური სინდრომის პაროქსიზმული ნევროლოგიური და ფსიქიატრიული მდგომარეობებისგან დიფერენცირება (ცხრილი: პაროქსიზმული ნეიროფსიქიატრიული სიმპტომების დიფერენციალური დიაგნოზი). ეს მდგომარეობა, ჩვეულებრივ, შუა ან მოგვიანებით ასაკში ვითარდება. კლინიკური სურათისთვის დამახასიათებელია მწვავე დასაწყისი და ნათელი ცნობიერების ფონზე განვითარებული იზოლირებული ანტეროგრადული ამნეზია, რომელიც 24 საათი გრძელდება. გარდამავალი გლობალური ამნეზიის დროს ფუნქციური ნეიროვიზუალური კვლევებით ნაჩვენებია ეპიზოდური მეხსიერების მარეგულირებელი რკალის ტრანზიტორული ჰიპო და ჰიპერპერფუზიის შესაბამისი დისფუნქცია. ამ დროს პაციენტები დაბნეულები არიან და საჭიროებენ მუდმივად რეორიენტაციას (საჭიროა ერთი და იმავე კითხვის ხანმოკლე ინტერვალების შემდეგ გამეორება). ცნობიერება ნათელია (ფსიქოლოგიური ფუგისგან განსხვავებით), შენახულია საკუთარი იდენტობის განცდა. პროცედურული მეხსიერება ინტაქტურია (პაციენტს შეტევის პერიოდში მანქანის უშეცდომოდ ტარება შეუძლია). მეხსიერების დარღვევების გარდა, ნევროლოგიური გამოკვლევა სრულიად ნორმალურია. როგორც წესი, ხდება სრული გამოჯანმრთელება და მდგომარეობა იშვიათად მეორდება. თუმცა, ყოველთვის უნდა ჩატარდეს გამოკვლევა, რადგან ასეთი მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს საფეთქლის წილის სიმსივნის შემთხვევაშიც. ასევე, უნდა გამოირიცხოს ამნეზიური სინდრომის სხვა მიზეზებიც გარდამავალი გლობალური ამნეზიის მქონე პაციენტები, ძირითადად, გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაში ან ოჯახის ექიმებთან მკურნალობენ, სადაც მათ შეიძლება არასწორად დაუსვან დისოციაციური ფუგის დიაგნოზი.
პაროქსიზმული ნეიროფსიქიატრიული სიმპტომების დიფერენციალური დიაგნოზი
პაროქსიზმული ნეიროფსიქიატრიული სიმპტომების დიფერენციალური დიაგნოზი ორგანული სინკოპე (კარდიოგენური, ვაზოვაგალური, რეფლექსური) ტრანზიტორული იშემიური შეტევა შაკიკი ეპილეფსიური კრუნჩხვა ჰიპოგლიკემია, სხვა მეტაბოლური ენცეფალოპათია, ფეოქრომოციტომა გარდამავალი გლობალური ამნეზია ნარკოლეფსია, კატაპლექსია, სომნამბულიზმი, პარასომნია მრავლობითი სკლეროზი (ტონური სპაზმები) პარკინსონის მკურნალობასთან დაკავშირებული გართულებები ნარკომოხმარება (ფარული) ფუნქციური პანიკური შეტევები და ჰიპერვენტილაცია დისოციაციური აშლილობები შიზოფრენია ბიპოლარული აფექტური აშლილობები აგრესიის შეტევები პიროვნული აშლილობების დროს რისხვის შეტევები (ბავშვებში) სუნთქვის შეკავება ბავშვებში