გეოლოგიური რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გეოლოგიური რუკა – (geological map), დედამიწის ქერქის ზედა ნაწილის გეოლოგიური აგებულების კარტოგრაფიული გამოსახულება. ნაჩვენებია ქერქის ამგებელი ქანების გავრცელება, შედგენილობა და ასაკი, მათი ურთიერთდამოკიდებულება და სტრუქტურა.
გეოლოგიური რუკა საფუძვლად უდევს სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა ძიებას, საინჟინრო ნაგებობათა პროექტების შედგენას და სხვ. გეოლოგიური რუკა შინაარსისა და დანიშნულების მიხედვით არის: გეოლოგიური, ანთროპოგენური (მეოთხეული) ნალექების, ტექტონიკური, ლითოლოგიური, ფორმაციული, პალეოგეოგრაფიული, სასარგებლო წიაღისეულის, ჰიდროგეოლოგიური და სხვა.