თეეტეტი ათენელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თეეტეტი ათენელი (ძვ. წ. ≈ 410 – 369) – ძველი საბერძნეთის მათემატიკოსი პლატონის მოწაფე; იკვლევს ირაციონალობის პრობლემას: როგორც ალგებრულად, ისე გეომეტრიულადაც დაამტკიცა √2, √3 და სხვა რიცხვების ირაციონალობა – ეს იყო სრულიად ახალი მიმართულება მათემატიკაში; განავითარა მოძღვრება უთანაზომო მონაკვეთების შესახებ; მან სრულყო მოძღვრება წესიერი მრავალკუთხედების შესახებ, შეისწავლა დოდეკაედრი, იკოსაედრი და ოქტაედრი.