მსუბუქი მუსიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მსუბუქი მუსიკამუსიკა, რომელიც ადვილად მისაწვდომია მსმენელთა ფართო მასების აღქმისათვის და გასართობი მიზნებისთვისაა განკუთვნილი. მსუბუქი მუსიკის განმასხვავებელი ნიშნებია მარტივი შინაარსი, ადვილად დასამახსოვრებელი, ადვილად მისაწვდომი მელოდია, ფორმის სიმარტივე. ჩვეულებრივ მსუბუქი მუსიკა ხალისიანი, გულმხიარული ხასიათისაა. მსუბუქი მუსიკა მოიცავს საცეკვაო მუსიკის (ყოფითის და საესტრადოს) სხვადასხვა ჟანრებს, მარშებს, მცირე ზომის უვერტიურებს, აგრეთვე სიუიტებსა და რაფსოდიებს, პოპურის, ფანტაზიებს პოპულარული ოპერების, ოპერეტების და ბალეტების თემებზე, სახუმარო და საესტრადო სიმღერებს, რომანსების და სიმღერების ცალკეულ სახეობებს, აგრეთვე მუსიკალურ სცენური ნაწარმოებების ზოგიერთ ჟანრებს (მაგ., ოპერეტას). მსუბუქი მუსიკა წარმოდგენილია უდიდეს კომპოზიტორთა შემოქმედებაში (მოცარტი, შუბერტი და სხვ.).მსუბუქი მუსიკის კლასიკური ნიმუშები შექმნილია XIX ს–ში შტრაუსების (მამაშვილი) მიერ. მსუბუქი მუსიკის ჟანრებს დიდი ადგილი უკავიათ თანამედროვე მუსიკაში.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები