ნაგანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნაგანა –(nagana; უძლური, გამოუსადეგარი), შინაური ცხოველების ინვაზიური დაავადება, რომლის აღმძვრელია – Trypanosoma brucei. გავრცელებულია აფრიკაში. აღმძვრელის ბიოლოგიური გადამტანია – ბუზი ცეცე. შესაძლებელია აღმძვრელის მექანიკური გადაცემა ბუზანკალებისა და წვიების მეშვეობით. ავადდება შინაური ცხოველების თითქმის ყველა სახეობა. დამახასიათებელია ციებ-ცხელება, ღაბაბისა და კიდურების შეშუპება, პროდუქტიულობის დაქვეითება. ლეტალური შედეგი ორი კვირიდან ორი თვის განმავლობაში დგება.