ნეოკლასიციზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეოკლასიციზმი – (ბერძნ. neos – ახალი და კლასიციზმი) – მე-19 ს. მე-2 ნახევრის და მე-20 საუკუნის დასასრულის მიმდინარეობა ხელოვნებაში, რომელიც ეფუძნებოდა ანტიკური და კლასიცისტურ ესთეტიკას, იყენებდა მითოლოგიურ სახეებს და მოტივებს, ანტიკურ თემებს და სიუჟეტებს; სამსახიობო ხელოვნებაში ახასიათებდა პლასტიკური გამომსახველობა და მეტყველების მკაფიოობა. ნეოკლასიციზმმა წარმოშვა სცენის დიდოსტატები: ელზა რაშელი, კოკლენი (უფროსი), მუნე-სუილი, სარა ბერნარი. ნეოკლასიციზმი თავისებურად იქნა გამოყენებული იტალიური ფაშიზმის მიერ.

მუსიკალურ ხელოვნებაში ნეოკლასიციზმის გამოვლინების ადრინდელმა ნიშნებმა თავი იჩინა XIX ს-ის მე-2 ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის კომპოზიტორთა (ი. ბრამსი, ს. ფრანკი, მ. რეგერი, ს. ტანეევი და სხვ.) შემოქმედებაში. ყველაზე დასრულებული გამოხატულება კი პოვა – ი. სტრავინსკის, პ. ჰინდემითის (ამ მიმართულების ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლების), აგრეთვე ა. კაზელას, ფ. ბუზონის, ფრანგი კომპოზიტორების „ექვსეულის“ შემოქმედებაში. ნეოკლასიციზმისათვის დამახასიათებელი ძველებური სტილებისა და ჟანრების თავისუფალი გამოყენება XX ს-ის მე-2 ნახევრის მუსიკის ერთ-ერთ თვისებად იქცა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები