რუტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რუტი – (ეგვ. rw.tj), ლომების წყვილი, რომელსაც ლეონტოპოლისში, ჰელიოპოლისის ჩრდილო-დასავლეთით (თანამედრ. თელ ელ-იაჰუდიე) ეთაყვანებოდნენ. ძალიან ადრე მოხდა მათი გაიგივება ატუმის შვილების პირველ წყვილთან შუსთან და ტეფნუტთან. უკვე პირამიდების ტექსტებში ვკითხულობთ, რომ ლომების წყვილი შუ და ტეფნუტია (PT 447). ამ წყვილს ექვემდებარებოდა შიმშილი და წყურვილი, და იგი გარდაცვლილთა მსხვერპლშეწირვას განაგებდა.