სეტნახტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სეტნახტი

სეტნახტი – (ეგვ. Šthnht, „სეტხი ძლიერია“, დაახლ. ჩვ.წ.-მდე 1196-1194 წწ.), XX დინასტიის პირველი ფარაონი. მისი წარმოშობა ბუნდოვანია, თუმცა შესაძლოა ჰქონდა ნათესაური კავშირი XIX დინასტიის ფარაონებთან. მისი ტახტზე ასვლისათვის ქვეყანაში არეულობა სუფევდა, მაგრამ მოახერხა ვითარების დარეგულირება იმდენად, რომ ხანმოკლე მეფობის და, სავარაუდოდ, მოულოდნელი გარდაცვალების მიუხედავად, მისი მემკვიდრე, რამსეს III მშვიდობიანად ავიდა ტახტზე. სეტნახტი დაკრძალეს ტაოსრეტის, სეტი II-ის ქვრივის სამარხში, რომელიც სიპტახის გარდაცვალების შემდეგ მეფობდა. თვითონ ტაოსრეტი სხვაგან გადაასვენეს. შემდგომში მისი მუმია გადატანილი იქნა დეირ-ელ-ბაჰარის სამალავში.





წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები