სიამუნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიამუნი

სიამუნი – (ეგვ. „ამონის ვაჟი“, დაახლ. ჩვ.წ.-მდე 978-959 წწ.), XXI დინასტიის ფარაონი.

მის ოჯახზე არაფერია ცნობილი. უცნობია ისიც, აკავშირებდა თუ არა მას რაიმე ნათესაური კავშირი თავის წინამორბედებთან ან შთამომავალთან, ფსუსენეს II-თან. სიამუნმა საკმაოდ აქტიური მშენებლობა გააჩაღა. ტანისში მან გაადიდა ფსუსენეს I-ის მიერ აგებული ამონის ტაძარი. სავარაუდოდ, მან ტაძარს მიაშენა კოლონებიანი ეზოც, რადგან მისი ორი მასიური კოლონის საფუძველი დღემდეა შემორჩენილი. ჩაატარა მშენებლობები ხონსუს სამხრეთ ტაძარში. მემფისში სავარაუდოდ აუგო პატარა ტაძარი ამონის ერთ-ერთ სახეს: „ამონი, ლილაქვის ბატონი“. ტაძრის გადარჩენილი კარიბჭეები და კირქვის სვეტები საოცრად დახვეწილი ოსტატობით არის შესრულებული.

მემფისის სამხრეთით მისი მშენებლობები არ არის, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თებეში მისი სახელით დათარიღებული წლები ძალიან ბევრია. სიამუნის ცოლის დაზე დაქორწინდა ედომის უფლისწული ჰადადი, რომელიც ჩვილობაში, ისრაელის მეფის, დავითის ედომზე შეტევისას, ეგვიპტეში გამოაქციეს და ის სიამუნის წინამორბედმა ამონემოპემ შეიფარა. ჰადადი, როგორც ჩანს, უყვარდა ფარაონს, რადგან როცა დაახლ. ჩვ.წ.-მდე 970 წ. დავითი გარდაიცვალა და ჰადადი ედომში დაბრუნდა, სიამუნმა ძალიან განიცადა. სიამუნი ცნობილია თავისი სამხედრო კამპანიითაც დასავლეთ აზიაში. მან განახორციელა წარმატებული შეტევა ფილისტიაზე და აიღო ქალაქი გეზერი. ქალაქი მზითვად გაატანა თავის ქალიშვილს, რომელიც ისრაელის მეფე სოლომონზე დააქორწინა. თავისთავად ეს ფაქტი მეტყველებს, თუ როგორ შეიცვალა ვითარება, რადგან ტრადიციულად ეგვიპტის ფარაონებს ცოლად მოჰყავდათ უცხო ქვეყნების მეფის ასულები, მაგრამ ყოველთვის უარს ამბობდნენ საკუთარი ქალიშვილების უცხოელებზე გათხოვებაზე.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები