შავი ჭოვილო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შავი ჭოვილო

შავი ჭოვილო (ლათ. Tringa ochropus Linnaeus, 1758) − ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგიდან.

შავი ჭოვილო ჭოვილოებს შორის საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა ე 135–150 მმ-ია, გალო – 32–35 მმ, ნისკარტი – 32–37 მმ, წონა – 65–75 გ. დედალი რამდენადმე დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვა- ვება არაა. ზრდასრული ფრინველი ზაფხულში ზურგის მხარეს მოშავო-წაბ- ლისფერია. ზურგზე, მხრებსა და დაგრძელებულ მომქნევებზე წვრილი კოპ- ლებია. მომქნევები და მათი ღეპეპები მოშავო-მურაა. იღლიისა და ფრთისქვე- შა ბუმბულები მუქია, მაგრამ აქვთ ვიწრო განივი თეთრი ზოლები. ასეთივეა სხეულის გვერდები. სხეულის ქვემო მხარე თეთრია, მაგრამ კისერსა და ჩიჩახ- ვზე აქვს გასწვრივი მუქი შტრიხები. კუდის ზემო და ქვემო მფარავები, აგ- რეთვე საჭის ბუმბულები თეთრია, მხოლოდ საჭის შუა წყვილს და მის მეზო- ბელ წყვილს აქვთ ფართო განივი მუქი ზოლები. ფეხები და ნისკარტი მო- წაბლისფროა. ზამთარში თავსა და კისერზე თეთრი სიჭრელე არაა. სხეულის ზედა ნაწილის წინწკლები მოქარცისფრო-ცვილისფერია. გ ა ვ რ ც ე ლ ე ბ ა. ბუდობის არეალი საკმაოდ ვრცელია. იგი მოიცავს ევროპისა და აზიის თითქმის მთელ ტყის ზონას. ზამთრობს ასევე ფართო არეალში: ბრიტანეთის კუნძულებზე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, თით- ქმის მთელ აფრიკაში და აზიის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში შავი ჭოვი- ლო მობუდარია. მიმოფრენის პერიოდებში უფრო რიცხვმრავლად მოიპოვება. ხშირად შეიძლება შევხვდეთ ზამთარშიც. ბ ი ო ტ ო პ ი. ბინადრობს ტყის ზონის ჭაობებში ან ტბები- სა და მდინარეების სანაპიროებ- რომლებიც დაფარულია, ზე, უხვი სარეველა ბალახნარებითა და ბუჩქნარებით. გ ა მ რ ა ვ ლ ე ბ ა მონო- გამიური ფრინველია. ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს ჭაობის კოლბოხებზე, ბუჩქნარებში კორდებზე, ხშირად ბუჩქებსა და ხეებზედაც, როდე- საც იკავებს სხვა ფრინველების ბუდეებს. აპრილის ბოლოს მაისის პირველ ნახევარში დებს ან სურ. 145. შავი ჭოვილო. 4 კვერცხს. ცნობები საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობის შესახებ გან- სხვავებულია. ზოგი ავტორის ცნობით, იგი 16 დღეს უდრის, სხვების მონაცე- მებით 20–22 დღეს აღწევს. კ ვ ე ბ ა შავი ჭოვილოს უმთავრესი საკვებია უხერხემლო ცხოველები, რომელთაც იგი პოულობს როგორც ხმელეთზე, ისე რბილი გრუნტის ზედა შრეებში. მათ შორის ჭარბობს ხოჭოები, ორფრთიანები, ჭიები, პატარა მო- ლუსკები, კიბოსნაირები და სხვა უხერხემლოები. მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ბ ა. კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია. აქვს სპორტული სანადირო მნიშვნელობაც.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები