ამფეტამინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:22, 13 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამფეტამინი - [amphetamine, amphetamine] – სიმპათომიმეტიკური ამინების კლასის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ახასიათებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ძლიერი მასტიმულირებელი მოქმედება.

ნივთიერებათა ამ კლასს მიეკუთვნება: ამფეტამინი, დექსაფეტამინი, მეტამფეტამინი. ფარმაკოლოგიური მოქმედებით მონათესავე სამკურნალწამლო საშუალებების შემადგენლობაშია: მეთილფენიდატი, ფენმეტრაზინი, ამფეპრამონი (დიეთილპროპიონი). ამფეტამინებს ჟარგონის ენაზე ხშირად „შიდსს“ უწოდებენ.

ამფეტამინებით ან ანალოგიური მოქმედების სიმპათომიმეტიკური საშუალებებით გამოწვეული ინტოქსიკაციის დროს კლინიკური სურათი გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით: ტაქიკარდიით, გუგების გაფართოებით არტერიული წნევის მომატებით, ჰიპერრეფლექსიით, ოფლიანობით, შემცივნებით, ანორექსიით, გულისრევა-ღებინებით, უძილობით;

აგრეთვე გამოხატულია ანომალიური ქცევები: აგრესია, მეგალომანია, აგზნება და მსჯელობის უნარის დაქვეითება. იშვიათად, მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, აღინიშნება დელირიუმი.

მუდმივი მოხმარების შედეგად აღინიშნება ქცევისა და პიროვნების ცვლილებები: იმპულსურობა, აგრესიულობა, ეჭვიანობა, პარანოიდული ფსიქოზი (ამფეტამინური ფსიქოზი). ხანგრძლივი და დიდი ოდენობით მედიკამენტის მოხმარების შეწყვეტა იწვევს აღკვეთის რეაქციას დეპრესიით, ასთენიით, ჰიპერფაგიით, ძილის დარღვევითა და მოჭარბებული სიზმრებით.

ამჟამად ამფეტამინისა და ანალოგიური ნივთიერებების თერაპიული გამოყენება შემოიფარგლება ნარკოლეფსიისა და ჰიპერაქტიურობის, აგრეთვე, ყურადღების დეფიციტური მოშლილობის შემთხვევაში. სიმსუქნის დროს მათი გამოყენება (ანორექსიული ეფექტი) გამართლებული არ არის.



იხილე აგრეთვე

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები