აკაკი წერეთელი: სულიკო
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას
ავადმყოფი | აღმართ-აღმართ | ბაში-აჩუკი | გამზრდელი | განთიადი |
თორნიკე ერისთავი | მოგზაურობა კახეთში | სულიკო | ||
ქებათა-ქება | ღამურა | ჩემი თავგადასავალი | ჭაღარა | ხატის წინ |
დამხმარე მასალა:
მურად მთვარელიძე: რაც გულმა გიჩურჩულოს… |
საყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე!.. დაკარგულიყო!.. გულამოსკვნილი ვჩიოდი: „სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“ |
გულამოსკვნილი – გულამომჯდარი, ცხარე ცრემლებით მტირალი. |
|||
ეკალში
ვარდი
შევნიშნე, ობლად რომ ამოსულიყო, გულის ფანცქალით ვკითხავდი: „შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“ |
ეკალი – აქ: ცოდვის წიაღი. ვარდი – აქ: სიწმინდე, მშვენიერება. | |||
ნიშნად თანხმობის
კოკობი
შეირხა... თავი დახარა, ცვარ-მარგალიტი ციური დაბლა ცრემლებად დაჰყარა. |
კოკობი – კოკორი, გაუშლელი ვარდი. | |||
სულგანაბული ბულბული ფოთლებში მიმალულიყო, მივეხმატკბილე ჩიტუნას: „შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“ შეიფრთქიალა მგოსანმა, ყვავილს ნისკარტი შეახო, ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა, თითქოს სთქვა: „დიახ, დიახო!“ |
||||
დაგვქათქათებდა ვარსკვლავი, სხივები გადმოსულიყო, მას შევეკითხე შეფრქვევით: „შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“ |
შეფრქვევით – აღტაცებით. |
|||
დასტური მომცა ციმციმით, სხივები გადმომაყარა და იმ დროს ყურში ჩურჩულით ნიავმაც ასე მახარა: „ეგ არის, რასაც ეძებდი, მორჩი და მოისვენეო! დღე დაიღამე აწ ტკბილად და ღამე გაითენეო! „სამად დაშლილა ის ერთი: ვარსკვლავად, ბულბულ, ვარდადო, თქვენ ერთმანეთი რადგანაც ამ ქვეყნად შეგიყვარდათო“. მენიშნა!.. აღარ დავეძებ საყვარლის კუბო-სამარეს, აღარც შევჩივი ქვეყანას, აღარც ვღვრი ცრემლებს მდუღარეს! ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ, ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა და, რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს, ვერ გამომითქვამს ენითა! |
||||
ისევ გამეხსნა სიცოცხლე, დღემდე რომ მწარედ კრულ იყო, ახლა კი ვიცი, სადაც ხარ: სამგან გაქვს ბინა, სულიკო! 1895 |
კრული – დაწყევლილი. |