აბესალომი (ბიბლიური პერსონაჟი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბესალომი – („მშვიდობის მამა“, დაახლ. ძვ.წ. X ს.) – მეფე დავითის მესამე ვაჟი გესურის მეფის ქალიშვილისგან.

თავისი დის, თამარის გაბახებისთვის აბესალომმა მოაკვლევინა თავისი ძმა, ამნონი. მკვლელობის შემდეგ გაიქცა სირიაში, მაგრამ მალე დაბრუნდა მამის გულმოწყალების იმედად. დავითს ძალიან უყვარდა აბესალომი და ანებივრებდა მას, მაგრამ ეს უკანასკნელი ძალიან პატივმოყვარე გამოდგა. მას უნდოდა მეფე გამხდარიყო, ამიტომ მეფე დავითის წინააღმდეგ ამბოხება დაიწყო ხებრონში. აჯანყებამდე აბესალომი კარგად მოემზადა და უამრავი ხალხი მიიმხრო. დავითი იძულებული გახდა თავისი მომხრეების დახმარებით გაქცეულიყო იერუსალიმიდან.

მალე მეფის მომხრეებმა საკმაოდ დიდ არმიას მოუყარეს თავი და აბესალომს შეუტიეს, რომელსაც უფრო დიდი რაოდენობის არმია ჰყავდა. მდინარე იორდანესთან გამართულ ბრძოლაში აბესალომი დამარცხდა. როდესაც ბრძოლის ველიდან ცხენით გარბოდა ის ხის ტოტებს წამოედო თმებით, ამ გასაჭირისას წამოეწია დავითის მხედართმთავარი იოაბი და ისრებით დაცხრილა უფლისწული. აბესალომი დიდ თხრილში დამარხეს და ზედ ქვები დააყარეს. დავითმა ძალიან იდარდა შვილის დაღუპვა.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები