აეროფოტოდაზვერვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Aerofotodazverva.png

აეროფოტოდაზვერვა - ცნობების მოპოვება მოწინააღმდეგის ადგილმდებარეობის (აკვატორიის) და მასზე არსებული ობიექტების შესახებ. კონტროლის განხორციელება საკუთარი ჯარების საბრძოლო მოქმედებებისა და შენიღბვის ხარისხზე ფოტოგრაფირების იმ ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რომლებიც დაყენებულია პილოტირებულ და უპილოტო საფრენ აპარატებზე; საჰაერო დაზვერვის ერთ-ერთი ძირითადი ხერხი.

აეროფოტოდაზვერვას ახორციელებენ სადაზვერვო ავიაციის, აგრეთვე თვითმფრინავების და სხვა გვარეობათა ავიაციის ეკიპაჟები.

აეროფოტოდაზვერვა არის ხედვითი და დეტალური. აეროფოტოდაზვერვის მასალები, რომლებიც გამოირჩევა გაზომვისა და გამშიფრავი თვისებებით, უზრუნველყოფს ზუსტი კოორდინატების მიღებას და ობიექტების (მათ შორის მცირე ზომის ობიექტების) ტიპის განსაზღვრას.

II მსოფლიო ომის წლებში მოწინააღმდეგის შესახებ ინფორმაციის 70–80%-ის მოპოვება ხდებოდა აეროფოტოდაზვერვის მეშვეობით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები