ავანგარდი (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარლ პიპიჩი "ავანგარდში"

ავანგარდი - (ფრანგული avant – წინ და garde – დაცვა, მეწინავე რაზმი), გაძლიერებული ქვეითთა (სატანკო) ქვედანაყოფი, რომელიც გამოიყოფა საერთო-საჯარისო შენაერთისაგან (ნაწილისაგან) და წინ იგზავნება.

მარშის დროს ავანგარდი წარმოადგენს სალაშქრო დაცვის ორგანოს და იგზავნება სათავო შენაერთისგან (ნაწილისგან, სათავო რაზმისაგან) და შენაერთისაგან (ნაწილისაგან), რომელიც ცალკე მარშრუტით მოძრაობს. მისი მიზანია უზრუნველყოს მთავარი ძალების დაუბრკოლებელი მოძრაობა, არ დაუშვას მათზე მოწინააღმდეგის უეცარი თავდასხმა და მისი სახმელეთო დაზვერვის შეღწევა დასაცველ ჯარებში.

შეტევის დროს ავანგარდი იგზავნება პირველი ეშელონის შენაერთისაგან (ნაწილისაგან) უზრუნველყოფის ზოლში (დაფარვის ზოლში) მოწინააღმდეგის თავდაცვაში მყოფი ქვედანაყოფების გასანადგურებლად. შემხვედრ ბრძოლაში ავანგარდის ამოცანაა მოწინააღმდეგის სალაშქრო დაცვის განადგურება, მისი ძალების შებოჭვა, საკუთარი ჯარების გაშლისა და დარტყმის განსახორციელებლად ხელსაყრელი პირობების შექმნა.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები