ალითი ალიმბეჯი ჩიზგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალითი ალიმბეჯი ჩიზგ-ი(ოს. Алыты Алымбеджы чызг), ნართული ეპოსის ოსური ვერსიის პერსონაჟი, ალიმბეგ ალიევის ერთადერთი ქალიშვილი, რომელიც მას მეშვიდე ცოლმა გაუჩინა. ალიმბეგის სიკვდილის შემდეგ ნართების ნიხასს უხუცესი არ ჰყავდა და ნართების ცხოვრება ბრძენი მრჩევლის გარეშე მძიმე აღმოჩნდა. მაშინ მოხუცმა აცამაზმა აცას გვარიდან ნართებს ურჩია, მოეწვიათ ახალი მრჩეველი ისეთი გვარიდან, რომელმაც სამი თაობის განმავლობაში ყველა ადამიანური თვისებების გაუჯობესების გზით იარა. შეიკრიბნენ ნართები, მაგრამ მათ შორის არავინ იყო ალიევების გვარის მამაკაცი. ერთადერთ ლურჯთვალება ქალიშვილის აკვანთან მსხდარი ალიმბეგის ცოლები მძიმე განცდებში იყვნენ. გოგონამ იკითხა, რატომ ტიროდნენ ისინი ასე მწარედ, და როცა მიზეზი შეიტყო, მათ მამის ცხენი და იარაღ-საჭურველი მოთხოვა; გამოეწყო მამაკაცის სამოსში და ნიხასზე მივიდა. ნართებმა იცნეს ალიმბეგ ალიევის ცხენი და საჭურველი, მაგრამ არ ელოდნენ, რომ მას ვაჟიც ჰყავდა. ქალიშვილმა მათ უთხრა, რომ ალიმბეგის მეშვიდე ცოლისგან გაჩნდა და ფურკამეჩმა გამოკვება. ნართებს ალიმბეგის ქალიშვილი ბიჭი ეგონათ და თავიანთ მრჩევლად აირჩიეს. გოგონა საქმეს კარგად უძღვებოდა, მაგრამ ყოვლად ეშმაკმა სირდონმა როგორღაც გაიგო, რომ მათი მრჩეველი ქალიშვილი იყო და ამის თაობაზე ხმა გაავრცელა. მაშინ ნართებმა ალიმბეგის შვილს დაუჟინეს დაქორწინებულიყო. ქალიშვილი, საცოლის ძიების მიზეზით, სადღაც წავიდა; გზად მამის მეგობრები – ვასთირჯი და ვაცილა – შეხვდნენ. მათ მეგობრის შვილისთვის სპილენძის კოშკიდან ადილის მზეთუნახავი ქალიშვილი მოიტაცეს. ვასთირჯმა ღმერთს სთხოვა სასწაულებრივი ვაშლი, რომელმაც ალიმბეგის ქალიშვილი ვაჟად აქცია და ნართებს დაქორწინებული წარუდგა.



ლიტერატურა

Сказания о Нартах; В пяти томах. В пяти томах. Том I. Орджоникидзе, 1989.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები