ამბარას ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამბარას ეკლესია.
დასავლეთი ფასადი
ამბარას ეკლესია.
სამხრეთი ფასადი

ამბარას ეკლესია - ამბარაში შემონახულია ადრე შუა საუკუნეების ხანის ქართული ხუროთმოძღვრების კომპლექსი - ეკლესია (VII –VIII სს.), ზღუდე (შუა საუკუნეები) და საერო შენობათა ნანგრევები (X ს.).

ეკლესია ტლანქად დამუშავებული ქვის კვადრებითაა შემოსილი. მან ჩვენამდე თითქმის პირვანდელი სახით მოაღწია, იგი ე.წ. სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობაა. მას დასავლეთ მხარეს ორსართულიანი ნართექსი და პატრონიკეები აქვს. მთავარი ნავის გადამხურავი კამარა გვიან შუა საუკუნეებშია აღდგენილი. ამბარის სამეკლესიიანი ბაზილიკა მნიშვნელოვანი ნიმუშია ამ ტიპის არქიტექტურულ ძეგლთა შორის.

ამბარას ეკლესია.
ინტერიერი, ხედი აღმოსავლეთისკენ

სარჩევი

ადგილმდებარეობა

საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. გუდაუთის მუნიციპალიტეტი, მიუსერას კონცხი.

ამბარას ეკლესია.
ინტერიერი, ხედი დასავლეთისკენ
კომპლექსში შემავალი ნაგებობები

ეკლესია, ზღუდე, საერო შენობათა ნანგრევები.

არქიტექტურული აღწერა

თავისებურია გეგმის ცალკეული ნაწილების ურთიერთშეფარდება. მთავარი ეკლესია (შუა ნავი) განიერი, არც მაინცდამაინც წაგრძელებული სწორკუთსა დარბაზია, რომელსაც უბემოდ ერთვის საკურთხევლის აფსიდი. ჩრდილოეთი და სამხრეთი ეკლესიები (ნავები) ძალიან ვიწრო და გრძელი სათავსებია, მით უფრო ჩრდილოეთისა, რომელიც თავიდან ბოლომდის გასსნილია და აღმოსავლეთით აფსიდით მთავრდება (ამათი სიგანე შუა ეკლესიის სიგანის მეოთსედსაც არ შეადგენს). სამხრეთისა ორად არის გაყოფილი - აღმოსავლეთი ნაწილი (სადაც ეკლესიებში, ჩვეულებრივ, სადიაკვნეა) გამოთიშულია ცალკე სადგომად (ამასაც აქვს აფსიდი), რომელშიაც მარტო საკურთსევლიდან შეიძლება მოხვედრა. აფსიდით აღჭურვილია დასავლეთის მონაკვეთიც, რომელშიაც მოწყობილია (ფასადის ცენტრში) სამმაგი ღია თაღოვანი შესასვლელი, ისეთი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ ქართლ-კასეთის ძველი და ამდროინდელი ძეგლებიდან. მაგრამ აქ არის განმასხვავებელი ნიშანიც - დასავლეთით, ნაცვლად განაპირა ეკლესიების შემაერთებელი განივი სადგომისა, მოწყობილია ანალოგიურადვე განთავსებული, მაგრამ ამ ეკლესიებისგან კედლებით გათიშული ნართექსი, მის თავზე კი პატრონიკე. ისიც თავისებურია, რომ ნართექსიდან ეკლესიაში შესასვლელად სამი კარია გაკეთებული. გარედან ნართექსი არ არის გამოვლენილი, ასე რომ, არ იქმნება შთაბეჭდილება გარშემოსავლელიანი შენობისა, როგორც ქართლსა და კახეთში - ჩვეულებრივი სამნავიანი ბაზილიკის მასაა. ისიც იპყრობს ყურადღებას, რომ სამთაღოვანი შესასვლელის თავზე ჰორიზონტალური კარნიზი კი არ გრძელდება, არამედ ფრონტონია გამოყოფილი. ამბარას ეკლესიას VII-VIII საუკუნეებს მიაკუთვნებენ.

ამჟამინდელი მდგომარეობა

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების შესრულება შეუძლებელია. ტაძარი მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია, ესაჭიროება სასწრაფო რეაბილიტაცია.

ამბარას ეკლესიას მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი

ბიბლიოგრაფია
  1. ამბარა //საქართველო: ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.120. გუდაუთის რაიონში შემორჩენილი ხუროთმოძღვრული კომპლექსის (VII-VIII სს.ეკლესია, შუა საუკუნეების ზღუდე და X ს. სამოქალაქო შენობათა ნანგრევები) მოკლე დახასიათება.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.I.-თბ.,1975.-გვ.351. სოფ. ამბარას მატერიალური და კულტურული ძეგლების მოკლე აღწერილობა.
  3. Храм урочища Амбара //Сборник сведении о Кутаиской губернии.-1886.-Вып.3.-82-86.
  4. Пачулиа В. По древней но вечной молодой Абхазии.-Сухуми.,1969.-с.151.
  5. Пачулиа В. В краю золотого руна(Исторические места и памятники Абхазии).-М.,1964.-с.88 с илл.
  6. Пачулиа В. Абхазия-край туризма.-Сухуми.,1975.-с.68 с илл.
  7. Левинтас В. Храм Амбара //Сов. Абхазия.-1979.-30 мая.
  8. И.Н. Абхазия и в ней Ново-Афонский Симоно-Кананитский монастырь.-М.,с.105-107.
  9. ბერძენიშვილი ი. აფხაზეთის ”სამეკლესიანი ბაზილიკები” //საქართველოში ქარისტიანობის გავრცელების 2000 წელი. სამეცნიერო კონფერენცია. მართლმადიდებლობა აფხაზეთში და ეროვნული თვითიდენტიფიკაციის საკითხები. მოხსენებების კრებული.I.თბ.,2005.-გვ.56-62. მოკლე ინფორმაცია ამბარის ქვარგვალითა და შირიმის ქვით ნაგები დაზიანებული ეკლესიის შესახებ. ტექსტი ქართ. და რუს. ენებზე.
  10. შრვაშიძე ლ. აფხაზეთის სამეფოს უცნობი ძეგლები სოფ. ხუაფში //არქეოლოგიური კვლევა-ძიება საქართველოში 1969 წელს.-თბ.,გვ.95-96. ამბარას დარბაზული ტიპის, ნაშთების სახით შემორჩენილი ეკლესიის აღწერილობა. აღნიშნულია ძვლის ჩუქურთმიანი ფირფიტის ნატეხები ვაზის ლერწის (პირველად აფხაზეთში) სტილიზებული ბარელიეფური გამოსახულებით.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები