ამეშა სპენტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამეშა სპენტები – „უკვდავი წმიდები“, ძველ ირანულ რელიგიასა და მითოლოგიაში შვიდი წმიდა და კეთილი სული, რომლებიც სამყაროს სტიქიებსა და ქმნილებებს განასახიერებენ.

ესენია: სპენტა მაინიუ „წმიდა სული“, აჰურა მაზდა შემოქმედებითი ძალის განსახიერება; ვოჰუ მანა „კეთილი აზრი“, – ნახირის მფარველი; აშა (ართა) „ჭეშმარიტება“, „სიმართლე“, – ცეცხლის მფარველი; ხშათრა ვარია „რჩეული ძალაუფლება“, – ლითონის მფარველი; სპენტა არმაიტი „კეთილსინდისიერება“, – მიწის მფარველი; ამერტატი „უკვდავება“, – „წყლის მფარველი“; ხარვატატი „სიმრთელე“, „ჯანმრთელობა“, – მცენარეულობის მფარველი. მერვე თავად აჰურამაზდაა, მათზე აღმატებული უკვდავი სული. ესენი უზენაესი ღვთაების აჰურამაზდას წმიდებია, რომელთაც აჰრიმანის ბილწები (ასევე შვიდნი) უპირისპირდებიან. ადამიანს ევალება, მათ შორის არჩევანი გააკეთოს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები