არაშენდის ფერისცვალების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არაშენდის ფერისცვალების ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ არაშენდის განაპირას. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (7,1 X 5 მ) ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. სარკმლები მთლიან თლილ ქვაშია გამოკვეთილი, დაზიანებულია შენობის კედლები, ლავგარდანი ნაწილობრივ ჩამონგრეულია, კრამიტი ჩამოცვენილია. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლრთ ნაწილშია. უსწორო ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს – სწორკუთხოვანი ნიშები. ჩრდილოეთ ნიშის ქვემოთ ქვით ნაგები ტუმბაა. სარკმლები დასავლეთ კედლის და სამხრეთ კედლის აღმმოსავლეთ ნაწილშიცაა. აგურის ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი გრძივი კედლების კრონშტეინებს ეყრდნობა. ეკლესია შიგნით შელესილია. აღმოსავლეთ ფასადის კეხში ჩადგმულია ქვა ჯვრის რელიეფით. ეკლესიას შემოვლებული აქვს აგურის ორი რიგისაგან შედგენილი ლავგარდანი.

ბიბლიოგრაფია

1. არაშენდა //საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.43-44.

სოფ.არაშენდაში მდებარე ხუროთმოძღვრული ძეგლების: მთავარანგელოზის დარბაზული ტიპის ეკლესიისა და ფერიცვალების ეკლესიის (იგივე ღვთისმშობლის) მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. მოცემულია საილუსრტაციო მასალა.

2.მეგრელიძე ი. ლიახვის ხეობის წარწერები და სხვა სიძველენი //მაცნე.-1966.-N3.-გვ.248-249.

მოკლე ცნობები სოფ. არაშენდაში მდებარე ორი ეკლესიის (ფერიცვალებისა და მთავარანგელოზის) შესახებ.

3.არაშენდა /საქართველო:ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.188.

მოკლე ცნობები სოფ.არაშენდაში მდებარე ორი ეკლესიის-მთავარანგელოზისა და ფერიცვალების შესახებ.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები