ართგანანთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ართგანანთა (ოს. Æртгæнæнтæ) – მიცვალებულის კულტთა დაკავშირებული ოსური წეს-ჩვეულება – კოცონის დანთების დღე; იმართებოდა შობისშემდგომი პირველი შაბათის დილას. ოჯახები, რომელთაც მიცვალებულის წლისთავი არ ჰქონდათ გადახდილი, ცდილობდნენ, წინასაახალწლოდ ახლობლის მოხსენიების რიტუალი სრულად შეესრულებინათ და მკვდრისთვის მისი წილი ცეცხლი გამოეყოთ. საამისოდ მიცვალებულის სახელზე ეზოში ანთებდნენ ცეცხლს, იქვე დადგამდნენ ტაბლას, რომელზედაც ელაგა ორი ღვეზელი, არაყი ბოთლით და ორი ჭიქა. ოჯახის უფროსი მიცვალებულის მოსაგონარს წარმოთქვამდა და უსურვებდა, მშობლიური ოჯახიდან გამოყოფილ ცეცხლს ისევე გაეთბო იგი საიქიოში, როგორც ახლა ათბობს მის მომხსენიებლებს. ეზოში მოსულ მეზობლებს თან შეშა მოჰქონდათ, რომლის შეკეთებისთანავე მკვდრის მოსაგონარს იტყოდნენ. ამის შემდეგ საცხოვრებელ ნაგებობაში გაშლილ სუფრას მიუსხდებოდნენ და კვლავ მიცვალებულს მოიგონებდნენ.


ლიტერატურა

  • Такоева Н. Ф. Погребальные и поминальные обряды у осетин в XIX в. // СЭ. 1957. № 1;
  • Гаглоити З. Д. Культ мёртвых у осетин // ИЮОНИИ. 1974. Вып. XVIII;
  • Осетинские обычаи. Сост. Г. Агнаев. Дзауджикау, 1999;
  • Беселова Е. Б. Погребально-поминальные обычаи и обрядность // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები